16 დეკემბერს, სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე შეხვდნენ.
მთავრობის თავმჯდომარემ მათ მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ შრომას, განსაკუთრებით როცა საქმე განათლებას ეხება, ყოველთვის მოაქვს შედეგი. ყურადღება გამახვილდა საჯარო სექტორში ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობაზე.